პროდუქტები

20 წლიანმა გამოცდილებამ და პროფესიონალიზმმა «მადამ დე»-ს უნიკალური გემოსა და ტექსტურის საიდუმლო გვიკარნახა. იმისათვის, რომ მნიშვნელოვან მომენტებში თქვენს გვერდით ვიყოთ, მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქცია შევქმენით. ჩვენი მიზანია წარმატებული დღისთვის გემრიელი და ნოყიერი, ქართული პურ-ფუნთუშელი და ნამცხვრები შემოგთავაზოთ. ამით კი - თქვენი ენერგიულობა მთელი დღის განმავლობაში უზრუნველვყოთ.

ჩვენი ისტორია

გზა «ემსიბი ჯორჯია» -დან «მადამ დე»-მდე

 

ჩვენ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მივიღეთ 20 წლის წინ, როდესაც მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პურ-ფუნთუშეულის წარმოება დავისახეთ მიზნად. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით 1999 წელს გავხდით რესტორანთა ქსელ «მაკდონალდსი»-ს მომმარაგებელი ათამდე სახეობის პროდუქციით.

 

ამბიცია გვქონდა, რომ მეტი ადამიანი დაგვესაქმებინა და გუნდში საუკეთესო პროფესიონალები შემოგვეკრიბა. წარმატების ზრდასთან ერთად ეს შევძელით და დღეს ჩვენი პროდუქცია «მაკდონალდსი»-ს გარდა, სხვა 500-მდე სავაჭრო ობიექტშია შემოთავაზებული ხარისხიანი პურ-ფუნთუშეულისა და ნამცხვრების მოყვარულთათვის.

დისტრიბუცია

დღეს «მადამ დე»-ს პროდუქცია მაკდონალდსის გარდა ქსელურ და არაქსელურ მარკეტებშიც იყიდება, რაც ჩვენს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ხარისხიანი და სანდო პროდუქტი ნებისმიერ უბანში შეიძინოს. «მადამ დე» თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა «ნიკორა», «კარფური», «ფუდმარტი», «ორი ნაბიჯი», «გუდვილი», «სმარტი», «ფრესკო», «ფურშეტი».

კონტაქტები

კახეთის გზატკეცილი № 217ა, ლუდსახარში «არგოს» - ტერიტორია

თბილისი 0198, საქართველო

+995 32 214 77 02,  +995 32 214 77 30,  +995 595 14 77 33

info@madamde.ge