ჩვენი ისტორია
გზა «ემსიბი ჯორჯია» -დან «მადამ დე»-მდე
ჩვენ საკმაოდ თამამი იდეა დაგვებადა 1998 წელს, რომელიც მალევე კონკრეტულ საქმედ ვაქციეთ - მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეფუძნებინა უმაღლესი ხარისხის პურ-ფუნთუშეულის საწარმო და ამ მიზნით, ამერიკელ და ფრანგ ინვესტორებთან პარტნიორობით ავაშენეთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ქარხანა თბილისში, რომლის ძირითადი დანიშნულება გახლდათ მოემარაგებინა საცალო -სავაჭრო ქსელები და ასევე, სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ქსელი «მაკდონალდსი» სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეული პროდუქციით.
თავიდანვე გვქონდა ჯანსაღი ამბიცია, რომ გუნდში ამ დარგის საუკეთესო პროფესიონალები შემოგვეკრიბა. კომპანიის ეტაპობრივ ზრდასთან ერთად, ჩვენ ეს შევძელით და დღეს ჩვენი პროდუქცია 1500-მდე საცალო სავაჭრო ობიექტშია შემოთავაზებული მაღალი ხარისხის პურ-ფუნთუშეულისა და ნამცხვრების მოყვარულთათვის.